ჩვენ შესახებ
Bloom Music ქართული მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა. იმ დროს როდესაც ლოკალური სცენა ჩანასახის მდგომარეობაშია, მნიშვნელოვანია ქართველ არტისტებს ყველა საჭირო სერვისით სრულყოფილად სარგებლობა შეეძლოთ. წლებთან ერთად, აუცილებელი ხდებოდა მუსიკალურ ინდუსტრაიში დამატებითი რგოლის გაჩენა, რომლის საფუძველიც პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის სიყვარული იქნებოდა, რაც თავის მხრივ ისეთი ეკოსისტემის საფუძველია, რომელიც არტისტის საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებდა და შემოქმედების კომერციალიზაციის ახალ გზებს გააჩენდა.
Bloom Music 2021 წლის ზაფხულში დაარსდა, როდესაც მუსიკალურ ინდუსტრიაში სამი განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანმა, ძალების და ცოდნის გაერთიანება, სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა. ჩვენ გვჯერა, რომ ლოკალურ მუსიკალურ სცენას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ყველაფერს გავაკეთებთ დასავლური სამუშაო პრაქტიკებისა თუ სტანდარტების საქართველოში დასამკვიდრებლად.
ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკა მხოლოდ ჰობი არ უნდა იყოს და დამოუკიდებელი არტისტები იმსახურებენ საკუთარი შემოქმედებისთვის შესაბამის ფინანსურ სარგებელს. Bloom Music-ის სურვილია ყველასთვის მარტივი გავხადოთ საკუთარი საქმიანობის მართვა, დაცვა და მონეტიზება, რაც უკეთესი შემოქმედებითი პროცესის საფუძველია.
Meet The Team
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა შევქმნათ და უზრუნველვყოთ ყველა საჭირო პირობა ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განსავითარებლად
ჩვენი ხედვა
Bloom Music საკუთარი შესაძლებლობის და რესურსების ფარგლებში ეცდება განავითაროს მუსიკოსებისთვის საჭირო სერვისები, გაავრცელოს ცოდნა, ტრეინინგების და პროფესიონალური განვითარების საშუალებით მიაწოდოს საჭირო გამოცდილება მუსიკალურ სცენას.
ჩვენი ღირებულებები
-
ინოვაციურობა - ჩვენ ვმოქმედებთ შემოქმედებითი სულისკვეთებით და ხელს ვუწყობთ ინოვაციურ მიდგომებს
-
გამჭირვალობა - ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ღიაობის პრინციპს, რასაც თან ახლავს მუდმივი კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულება ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან
-
სანდოობა - ჩვენ გვჯერა, რომ სანდოობა ყველა სახის ურთიერთობის ფუნდამენტია და ვცდილობთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ამ პრინციპით ვიმოქმედოთ
-
პროფესიონალიზმი - ჩვენ ვმოქმედებთ კომპეტენციის ფარგლებში და გვჯერა რომ მხოლოდ პროფესიონალიზმს და საკუთარი საქმის ცოდნას შეუძლია დადებითი ძვრების მოხდენა