არტისტ მენეჯმენტი
თანამედროვე სამყაროში, როდესაც მუსიკოსებს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად მუდმივი მუშაობა უწევთ, კარიერის გარკვეულ, შესაძლებლობების მაქსიმიზაციისთვის უწევთ არტისტ მენეჯერთან ურთიერთობა.
Bloom Music-ის მიდგომა არტისტ მენეჯმენტის კუთხით გულისხმობს ინდუსტრიაში მუსიკოსის/ბენდის ყოველდღიური საქმიანობის მართვას. ჩვენ მოკლე ვადაში პროცესების ფასილიტატორები ვართ, გრძელ ვადაში კი არტისტის კარიერის სტრატეგები. ჩვენი სერვისები მოიცავს ყოველი არტისტისადმი პერსონიფიცირებულ მიდგომას მათი შესაძლებლობებისა და სურვილების შესაბამისად, ვინაიდან გვჯერა რომ ყველა მათგანს უნიკალური საჭიროება გააჩნია და სწორედ ამ გზით შეიძლება უნიკალური მუსიკალური ბრენდის მშენებლობა.
ჩვენი სერვისები
-
რჩევები არტისტის კარიერულ გადაწყვეტილებებზე და რეკომენდაციები ბიზნეს პროცესებზე
-
საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და ჰონორარის შეგროვება
-
ლეიბლის სტრატეგია და იურიდიული მომსახურება
-
ფრომოუშენი, მარკეტინგი და სოციალური მედიის სტრატეგია და იმპლემენტაცია
-
ბუქინგი, ტურები და სააგენტოებთან ურთიერთობა
-
მუსიკალური გამოცემების დეტალური გეგმის შედგენა და იმპლემენტაცია
-
არტისტის ბრენდის შექმნა და პოზიციონირება
-
ზრუნვა არტისტის იმიჯზე, ვიზუალზე და მერჩენდაიზზე
-
აქტუალური პროექტებისთვის ფინანსების მოძიება და ღონისძიებების მენეჯმენტი