EKO & Vinda Folio
Eko & Vinda Folio ქართული პოსტ-პანკ მუსიკალური დუეტია, რომელიც 2012 წელს, ერეკლე დეისაძისა და თემო ეზუგბაიას მიერ ჩამოყალიბდა. დუეტის პირველმა წარმატებულმა სინგლმა „სისტემა უნდა დაინგრეს“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რასაც მალევე მეორე სინგლი, „აგურით ხელში“ მოჰყვა. აღნიშნულმა სინგლების წარმატებამ ბენდს უფრო მეტად ოფიციალური სახე მისცა, რასაც მალევე მათი ყველაზე პოპულარული სიმღერის „რაც მამას უნდა“ ჩაწერა მოჰყვა, რაზეც ვიდეო კლიპი საბა შენგელიამ გადაიღო.
ქვეყნის შიგნით არსებულმა პოპულარობამ განაპირობა, რომ დუეტის შემოქმედება ცნობილმა ფრანგულმა ლეიბლმა Talitres-მა შეამჩნია სადაც მათი მუსიკა 2018 წელს, „შენ ანათებ“ სინგლის სახით გამოვიდა. მალევე ჯგუფმა ლეიბლისთვის პირველი ალბომზე დაიწყეს მუშაობა - „თერაპია“ 2019 წელს ფირფიტაზე გამოვიდა და ძირითადად რომანტიკული ხასიათის ნამუშევრებს შეიცავდა - ამას მალევე მოჰყვა Eko & Vinda Folio-ს პირველი საერთაშორისო ტური საფრანგეთში. 2022 წლისთვის დუეტი ახალი ალბომის მასალაზე მუშაობს, რომელიც 2023 წელს გამოვა.