top of page
imageedit_3_4338486896_edited.jpg

ჯაბა შავიშვილი

ჯაბა შავიშვილი მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და ციფრული მედიის სპეციალისტია, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს

 

მუსიკით აქტიურად მოზარდობის ასაკში დაინტერესდა, როდესაც ინტერნეტ სერვისების განვითარებამ, შესაძლებლობა მისცა სხვადასხვა მუსიკალური სტილი გაეცნო. ამის შემდეგ მუსიკა მისი ცხოვრების ძირითადი ფოკუსი გახდა. ამავე პერიოდში ეცნობა მისთვის იქამდე უცნობ ქართულ ალტერნატიულ მუსიკას და  ქსელში გაბნეული იწყებს მის შეგროვებას და კატეგორიზაციას, რაც მოგვიანებით ქართული მუსიკისთვის განკუთვნილ Youtube არხში გადაიზარდა.  მუსიკის შესახებ აუდიო, ტექსტობრივი თუ ვიდეო ინფორმაციის მიღების და დაკვირვების შემდეგ იწყება მისი პირველი მცდელობები მუსიკალურ ჟურნალისტიკაში.

 

გარდა მისი ძირითადი საქმიანობისა, რაც ციფრული პროექტების მართვას გულისხმობს, 2014  წლიდან იგი აქტიურად წერს სხვადასხვა ონლაინ  გამოცემებისთვის, მათ შორის: Marketer, Tsa Music, Vertigo, Digital Culture.

 

2016 წლიდან ქმნის Daira Podcast-ს, ქართველი პროდიუსერების, დიჯეებისა და მუსიკალური ენთუზიასტების სელექციების შესაგროვებლად. 

 

2017 წლიდან არის SOU Festival-ის გუნდის წევრი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვივნენ ისეთი მუსიკოსები როგორიცაა: Bjork, Robert Henke, Alva Noto, William Basinski და სხვა. ამავე წელს მიჰყავდა მუსიკალური ჟურნალისტიკის კურსი ხელოვნების მენეჯმენტის სკოლა „Vertigo”-ში.

 

2018 წლიდან „რადიო ქალაქის“ ეთერში მიჰყავს ყოველკვირეულ რადიო გადაცემა „Rewind” 2019 წლიდან კი არის თბილისური ონლაინ რადიო „Mutant Radio”-ს აქტიური კონტრიბუტორი,  ყოველთვიური გადაცემით „Diggერი“ და მიქს სერიებით ქართული მუსიკის შესახებ

  • Facebook
  • Instagram
  • YouTube
  • LinkedIn
  • Bandcamp

© 2022  Bloom Music

bottom of page