მუსიკის ციფრული დისტრიბუცია
ბოლო 20 წლის განმავლობაში მუსიკალური ინდუსტრია დრამატულად შეიცვალა, ინტერნეტმა გარდაქმნა მელომანთა ქცევა და პროცესი, თუ როგორ უსმენენ და მოიხმარენ ადამიანები მუსიკას. შესაბამისად შეიცვალა ის მედიუმებიც, რის საშუალებითაც მუსიკა მსმენელამდე მიდის. მიუხედავად ბოლო წლებში ფირფიტების მოხმარების ზრდისა, დღეს აქტუალური მაინც მუსიკის ციფრული ფორმატია, რომელიც არა მომხმარებელთა მოწყობილობებში, არამედ ინტერნეტში, საჯაროდ და ლეგალურად არის განთავსებული.
უკანასკნელ 10 წელში განვითრებულმა პროცესებმა დაადასტურა, რომ სტრიმინგი მუსიკალური ინდუსტრიის მომავალია. დღეს უკვე წარმოუდგენელია იყო წარმატებული არტისტი და შენი მუსიკა არ იყოს განთავსებული საერთაშორისო პლატფორმებზე, რაც ერთის მხრივ დამატებითი შემოსავლის წყაროა, მეორეს მხრივ კი მსმენელთა გაზრდის და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა.
Bloom Music პარტნიორობს მოწინავე ამერიკულ მუსიკის ციფრული დისტრიბუციის კომპანიასთან „Symphonic Distribution”, რომელიც თავის მხრივ თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან როგორიცაა Ryuichi Sakamoto, Chet Faker, Onyx და სხვა. Symphonic-თან პირდაპირი პარტნიორობის ფარგლებში, Bloom Music ქართველ არტისტებს მათზე მორგებულ და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს მუსიკის საერთაშორისო პლატფორმებზე მოსახვედრად.
102 არტისტი
150 ალბომი
1054 კომპოზიცია
ჩვენი სერვისები
-
ციფრული აგრეგატორის მეშვეობით მუსიკის განთავსება მსოფლიოში წამყვან სტრიმინგ/Download პლატფორმებსა და სხვადასხვა 60-მდე ონლაინ სერვისში
-
მუსიკა ხელმისაწვდომი გახდება პლატფორმებზე: Spotify, Apple Music, Deezer,
-
Pandora, Amazon Music, Tidal, Soundcloud, TikTok, Facebook, Instagram, Snapchat და სხვა.
-
ჟანრული სპეციფიკის პლატფორმებზე მუსიკის განთავსება: Beatport, JunoDownload, Music Worx
-
Youtube-ის მონეტიზაცია Content ID-ის მეშვეობით
-
Shazam-თან და მუსიკის ამოცნობის სხვადასხვა აპლიკაციებთან ინტეგრაცია
-
მუსიკალურ პლატფორმებზე სიმღერის ტექსტების განთავსება Apple Music-ის, LyricFind-ის და Musixmatch-ის მეშვეობით
-
და მუსიკის იდენტიფიცირების სერვისებში ინტეგრირება: BMAT, ACRCloud და სხვა
-
მუსიკის მარკეტინგის ინსტრუმენტებთან წვდომა: Promo Mailer, Hypeddit, Found.ee და სხვა
-
მუსიკის ინფორმაციის (მეტადატის) სერვისებში ინტეგრირება: PEX, Gracenote, Music Reports და სხვა