როგორც დამოუკიდებელ მუსიკოსს, თქვენ ბევრი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება გჭირდებათ. პროდიუსერიდან დაწყებული მარკეტინგის ექსპერტით დამთავრებული, ბევრი რამ არის სასწავლი. მათ შორის არის ისეთი თემებიც, რომლებსაც შემოქმედები ხშირად იგნორირებას უკეთებენ. ონლაინ მარკეტინგიდან და სტრიმინგის იდეებიდან დაწყებული, ლიცენზირება და სხვა საკითხები, ქვემოთ მოცემულია 5 თემა, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რათა თქვენი წარმატების შანსები გაზარდოთ.
1) საავტორო უფლებების ორგანიზაციები
თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ დარეგისტრირებული ხართ საავტორო უფლებათა ორგანიზაციაში, როგორიცაა GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია). ეს გადამწყვეტია, რადგან აქ იყრიან თავს ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, რომ თქვენ მიიღოთ ჰონორარი თქვენი სიმღერის საჯარო სივრცეებში ყოველი შესრულებისთვის. თუ თქვენი პირადი კვლევა ამ მიმართულებით საკმარისი არ არის, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს.
2) ფაბლიშერები / სინქრონიზაცია
თუ თქვენ ქმნით საკუთარ კომპოზიციებს, მისით იქმნება ჰონორარიც, რომელიც უნდა შეაგროვოთ საერთაშორისო მასშტაბით და აუცილებლად დაგჭირდებათ დახმარება მის შეგროვებაში. როდესაც ბევრი ლეიბლი და შემსრულებელი პირველად იწყებს მუსიკის გამოშვებას Spotify-ზე, Apple Music-ზე, Beatport-ზე და სხვა პლატფორმებზე, ფაბლიშინგის მიმართლება ხშირად დავიწყებულია. ამიტომაც მოიძიეთ ისეთი ფაბლიშერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიმართულებით გააქტიურებაში.
სინქრონიზაციის ლიცენზირება შესანიშნავი გზაა მნიშვნელოვანი შემოსავლის მოსაპოვებლად, იმავდროულად დაგეხმარებით თქვენი, როგორც არტისტის ბრენდის შექმნაში.
როდესაც თქვენ საუბრობთ სინქრონიზაციის ლიცენზირებაზე მუსიკალურ ბიზნესში, სინქრონიზაცია ეხება მუსიკის ნებისმიერი ფორმის ვიზუალურ მედიასთან სინქრონიზაციის აქტს. (ეს მოიცავს ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, რეკლამებს, ვიდეო თამაშებს და ა.შ.)
„ლიცენზირება“ გულისხმობს მუსიკის გამოყენების უფლების მოპოვების აქტს. მუსიკის კურატორებმა კინო, სატელევიზიო, კომერციული, სათამაშო და სხვა პროექტებზე უნდა სთხოვონ სიმღერებზე საავტორო უფლებების მფლობელებს ნებართვა, რათა გამოიყენონ მუსიკა მათ პროექტებში.
3) კონტრაქტები
მუსიკალური ინდუსტრიის იურიდიულ ასპექტებში დამოუკიდებლად ნავიგაცია ყოველთვის ადვილი არ არის. ასევე პროფესიონალური რჩევა ან დახმარება ამ მიმართულებით, უამრავი თანხა შეიძლება დაგიჯდეთ. თუმცა, უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ონლაინაც, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც როგორც წესით ხშირად არტისტებმა არ იციან, კონტრაქტებია - იქნება ეს ბუქინგის და ცოცხალი შესრულების კონტრაქტები, ჩამწერი ლეიბლების კონტრაქტები, ფაბლიშინგის კონტრაქტები თუ სხვა.
4) ვიდეო პლატფორმები
დღევანდელ სამყაროში, ვიდეო კონტენტი უზენაესია. რესურსებით, როგორიცაა TikTok, Triller, YouTube Shorts, Reels და სხვა, შეგიძლიათ შექმნათ მაღალი ხარისხის, ვირუსული ვიდეო კონტენტი, რომელიც შეიძლება გააზიაროთ თქვენს ყველა სოციალურ პლატფორმაზე. ეს პლატფორმები მუდმივად იცვლება, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენც მისდიოთ ტრენდებს და გქონდეთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.
გჭირდებათ რამდენიმე იდეა კონტენტისთვის? სცადეთ შემდეგი ვერსიები:
· შექმენით ონლაინ გამოწვევა და უბიძგეთ თქვენს ფანებს სხვა პლატფორმებიდან, რომ ჩაერთონ ამ გამოწვევაში
· დაუკავშირდით ინფლუენსერებს რათა გამოიყენონ თქვენი კომპოზიციები მათ ვიდეოებში
· გადახედეთ ტრენდულ კონტენტს ყველა პლატფორმაზე, რათა მიხვდეთ თუ რა მუშაობს ყველაზე კარგად
5) ციფრული რეკლამა
ეს კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მუსიკოსებისთვის ციფრული რეკლამის მრავალი ფორმა არსებობს. სოციალური მედიის რეკლამებიდან Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე დაწყებული რეკლამებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Spotify ან YouTube, თქვენ გაქვთ უამრავი შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ. სასურველია აირჩიოთ ის პლატფორმა, სადაც თქვენი პოტენციური აუდიტორია გეგულებათ.
ფეისბუქი და ინსტაგრამი // იმის გამო, რომ ფეისბუქი და ინსტაგრამი ერთი ქოლგის ქვეშ არიან, ადვილია ამ სოციალური მედიის პლატფორმებზე რეკლამების გამოყენება. იქნება ეს ახალი რელიზი თუ ახალი ვიდეო, ეფექტური კამპანიები რომელიმე ამ პლატფორმაზე დაგეხმარებათ გაზარდოთ ტრაფიკი თქვენს კონტენტზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ააწყოთ კამპანიები ამ პლატფორმებზე თქვენი მიმდევრების გაზრდის მიზნით, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს თქვენს აუდიტორიას.
YouTube // თქვენ არ შეგიძლიათ ისაუბროთ სოციალური მედიის რეკლამებზე, YouTube-ის ჩართვის გარეშე. ამ პლატფორმაზე რეკლამის განთავსების მრავალი შესაძლებლობა და სივრცე არსებობს, სადაც თქვენი ახალი რელიზი და ვიდეო კლიპი შეგიძლიათ დაარეკლამოთ. YouTube-ზე რეკლამას, სწორად კეთდება შეუძლია გაზარდოს როგორც ვიდეოს ნახვები, ასევე გამომწერები.
პირდაპირი სტრიმინგის პლატფორმების მზარდი პოპულარობის გამო, როგორიცაა Twitch-ის, YouTube-ის, Facebook-ისა და Instagram-ის მიერ შემოთავაზებული გამოცდილება, თქვენ შანსს არ გიტოვებთ რომ ისინი არ ჩართოთ თქვენს კონტენტ კალენდარში.
სტრიმინგის მნიშვნელოვნობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არა მხოლოდ უზიარებთ თქვენს კონტენტს აქტიურ აუდიტორიას, არამედ ზრდით მსმენელების იმ ბაზას, რომელთაც შეგიძლიათ რეგულარულად დაუკავშირდეთ და განავითაროთ უფრო ღრმა კავშირები თქვენს ფანებთან, რაც სხვაგან ვერ მიიღწევა.
თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი წარმატების შანსი ვიდეო სტრიმინგ პლატფორმებზე თანმიმდევრულად დაგეგმილი კონტენტით და ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა ცოცხალი სტუდიური სესიები, კითხვა-პასუხები, მოსმენის ცოცხალი სესიები და ა.შ. რაც უფრო უნიკალურია კონტენტი და გამოცდილება, მით უფრო დიდია თქვენი აუდიტორიის მოპოვების და შენარჩუნების ალბათობა.
რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები მუსიკალური ინდუსტრიიდან ყველაფერი არ არის, თუმცა თქვენ როგორც არტისტის დაეხმარებით თქვენს თავს ამ მიმართულებებში საბაზისო ცოდნის გაღრმავებით
Comments