top of page
Search

Bloom Music წარმოგიდგენთ "მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტის" კურსს CES-ში


კურსის ღია კარის დღე შედგება, 23 სექტემბერს, 19:00 საათზე, შემოქმედებითი განათლების სტუდიაში დღევანდელ სამყაროში, მუსიკალური ინდუსტრია კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ეს თუნდაც 20 წლის წინ იყო. დღეს იგი მულტიმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელიც მილიონობით განსხვავებული პროფესიის ადამიანს მოიცავს. ციფრულმა რევოლუციამ ყველაფერთან ერთად აღნიშნული ინდუსტრიის სტრუქტურა და მოქმედების მეთოდებიც შეცვალა. შესაბამისად, ამ დარგის უამრავ პროფესიონალსაც ახალ მოდელთან მოუწია ადაპტაცია - აღნიშნულ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა კი უამრავი ადამიანის სურვილია.

საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ინდუსტრიის ტრანზიციის პირველ ეტაპზე ვართ. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებულმა გარდაქმნებმა და აქტიურობამ ბევრი მიმართულებით შედეგი გამოიღო, დარჩენილ ნაწილში კი კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

კურსი „მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტი“ მიზნად ისახავს მუსიკით დაინტერესებული ადამიანები მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობას, მათთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით - შეისწავლონ თუ რას მოიცავს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია და რა გამოწვევების წინაშე დგას იგი, რა საჭიროებები დგას მუსიკოსის წინაშე და როგორ ეხმარება მას არტისტ მენეჯერების გუნდი მიზნების მიღწევაში, როგორ შეიძლება მუსიკოსმა თავად მართოს საკუთარი კარიერა და მოახდინოს შემოსავლების გენერირება, რა უნარების განვითარება სჭირდება მას ამისთვის.

კურსის განმავლობაში დაიფარება მუსიკალური ინდუსტრიის ისეთი საბაზისო საკითხები, როგორიცაა მუსიკის ინდუსტრიის ლეგალური, ფინანსური, მარკეტინგული, ეთიკური და შემოქმედებითი ნაწილები. კურსის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს გამომუშავებული ექნებათ ყველას ის პრაქტიკული უნარი და თეორიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ მუსიკალურ ინდუსტრიაში შესაფერისი კარიერული ინტერესების მოძიებაში, როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად.


ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული კურსი?

აღნიშნული კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ლეიბლის, არტისტ მენეჯერის, ბუქერის, ლაივ ინდუსტრიის წარმომადგენლის პოზიციებზე. ასევე აღნიშნული კურსი განკუთვნილია მუსიკოსებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაერკვნენ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ფუნქციონირების სრულ პროცესში, დაწყებული მუსიკალური შემოქმედების რეალიზაციით, დამთავრებული უფლებების მართვით და შედეგად, ეფექტურად მართონ საკუთარი კარიერა. საკითხები, რომელებსაც კურსზე, 2 თვის განმავლობაში დავფარავთ: 1. "მუსიკის ინდუსტრია - ისტორიული რაკურსი

2. თანამედროვე Მუსიკალური ინდუსტრიის სტრუქტურა, ელემენტები და ძირითადი მოთამაშეები

3. არტისტ მენეჯმენტი, გუნდი და მათი როლი მუსიკოსის კარიერაში

4. ახალი ჩანაწერისთვის მზადება და გამოშვება

5. მუსიკის დისტრიბუცია და მონეტიზაციის გზები

6. არტისტის ბრენდინგის საჭიროება და მნიშვნელობა

7. კრეატიული ფრომოუშენი და ახალი მედიის გამოყენება

8. ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია

9. საავტორო და მომიჯნავე უფლებები:

10. ფაბლიშერები და ლეიბლები:

11. უფლებების კოლექტიური მართვა:

12. უფლებების ინდივიდუალური მართვა და საერთაშორისო ქეისები

13. Live მუსიკის ინდუსტრია და ტურის/ღონისძიებების დაგეგმვა

14. მუსიკალური პროექტის მართვა

15. მუსიკის ექსპორტი

16. კარიერის შესაძლებლობები მუსიკალურ ინდუსტრიაში


 
 
 

Comments


  • Facebook
  • Instagram
  • YouTube
  • LinkedIn
  • Bandcamp

© 2022  Bloom Music

bottom of page