წლების განმავლობაში, მუსიკოსების უდიდეს თანხას ხარჯავდნენ საკუთარი შემოქმედების რეკლამირებაში, თუმცა ხშირად უშედეგოდ. Spotify Discovery Mode ახალი ინოვაციური გადაწყვეტა და კარგი სარეკლამო შესაძლბელობაა, რომელსაც სტრიმინგ პლატფორმა დამწყებ მუსიკოსებს სთავაზობს. ქვემოთ მდებარე სტატიაში განვიხილავთ თუ რა არის Discovery Mode, რა სარგებელს აძლევს მუსიკოსებს და როგორ შეიძლება მასში ჩართვა.
Spotify Discovery Mode არის პლატფორმის სარეკლამო ინსტრუმენტი, რომელიც მუსიკოსებს საშუალებას აძლევს გაზარდონ მათი წვდომა პლატფორმაზე. Bloom Music-ის მიერ, Symphonic-ის პლატფორმაზე უკვე გააქტიურებულია აღნიშნული ფუნქცია და ჩვენი მუსიკოსების მსმენელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
აღნიშნული ინსტრუმენტის დახმარებით, Spotify იღებს კამპანიაში ჩართული ტრეკების შემოსავლიდან იღებს 30%-ს, სამაგიეროდ კი კომპოზიციები ალგორითმის დახმარებით, უფრო მეტ პოტენციურ აუდიტორიას წვდება, იზრდება ცნობადობა და მუსიკოსებს უფრო მეტი გულშემატკივრის მობილიზება შეუძლიათ. მნიშვნელოვანია რომ ზემოთ ნახსენებ პროცენტს, პლატფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იტოვებს, თუ კომპოზიცია ჩართულია კამპანიაში და შედეგსაც დებს - რაც გულისხმობს AutoPlay რეჟიმში ან მორგებულ რადიო ფლეილისტებში მათ მოხვედრას. ეს არის მოგება-გამარჯვების სიტუაცია, როგორც არტისტებისთვის, ასევე Spotify-სთვის, რაც მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტი ცნობადობა მოიპოვონ, Spotify-ს კი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი შესთავაზოს მომხმარებელს.
და მაინც, როგორ მუშაობს Dsicovery Mode? ქვემოთ ამის ახსნას შევეცდებით
Spotify-ს თანახმად, Discovery Mode-ის დახმარებით, პლატფორმაზე ყოველთვიურად 16 მილიარდჯერ ხდება ახალი არტისტის აღმოჩენა. მათგან 33 პროცენტი კი, რადიო და Autoplay ფუნქციების დახმარებით.
Discovery Mode-ში ჩართვის შემდეგ, მუსიკოსების კომპოზიციები იმ მომხმარებლებისთვის Radio და Autoplay-ის ფუნქციებში იქნება შეთავაზებული, რომლებიც მსგავსი მუსიკით დაინტერესებულები არიან.
Radio ეს არის სტრიმინგის წყარო, რომელიც ახალ ფლეილისტს აგენერირებს სპეციფიკური არტისტის, ალბომის ან ფლეილისტზე დაყრდნობით.
Autoplay არის სპოტიფაის რეკომენდაცია, რომელიც მაშინ იწყება, როდესაც ალბომი, ფლეილისტი ან კონკრეტულად არჩეული სიმღერა მთავრდება. ორივე წყარო პლატფორმაზე რეგულარულად, ალგორითმის დახმარებით ახლდება, რაც ახალ მსმენელზე გასვლის ეფექტური საშუალებაა.
კარგი ამბავი ის არის, რომ Discovery Mode წინასწარ არაფრის გადახდას არ ითხოვს, რაც დამოუკიდებელი მუსიკოსებისთვის საინტერესო შემოთავაზებაა, ვინაიდან ხშირად მათ მცირედი მარკეტინგული ბიუჯეტი თუ გააჩნიათ.
თუმცა მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ Discovery Mode-ში ჩართვა არ არის გარანტია რომ არტისტები უფრო მეტ სტრიმს ან გულშემატკივარს დააგროვებენ, იგი უბრალოდ უფრო მეტჯერ შესთავაზობს კონკრეტულ კომპოზიციებს პერსონალიზებული მოსმენის სესიისთვის.
მას შემდეგ რაც AutoPlay და რადიო ორივე Spotify-ის ალგორითმზე არიან დამოკიდებულები, თუ მსმენელებს არ მოეწონებათ კონკრეტული კომპოზიციები, პლატფორმა შეწყვეტს მათ შეთავაზებას ფლეილისტებში.
Discovery Mode-ის ტესტირებისას, Spotify-მ აღმოაჩინა, რომ პირველი თვის შემდეგ, არტისტები 37%-ით მეტ ფანს, კომპოზიციები კი 50%-ით მეტ დამახსოვრებას იღებდნენ, კონკრეტული კომპოზიციები კი ფლეილისტებში 44%-ჯერ ხშირად ემატებოდნენ
Discovery Mode-ის სარგებელი მუსიკოსებისთვის
აღნიშნული ფუნქციის გამოყენების შემდეგ, მუსიკოსებს შეუძლიათ მათი მსმენელთა ბაზა და შესაბამისად შემოსავალი გაზარდონ. მისი ერთ-ერთი მთავარი სარგებელი ის არის, რომ მუსიკოსებს უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლა შეუძლიათ, მათ შორის მოასმენინონ საკუთარი მუსიკა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამ შესაძლებლობის გარეშე ვერ აღმოაჩენდნენ. ამას შეუძლია მოიტანოს მეტი სტრიმი, მსმენელი და საბოლოო ჯამში მეტი შემოსავალი მუსიკოსებისთვის.
ასევე მათ შეუძლიათ გაზარდონ სიმღერების სიცოცხლისუნარიანობაც. Discovery Mode-ის დახმარებით, ძველი სიმღერები ახალ მსმენელს მოასმენინონ და უფრო რელევანტური გახადონ, მიიღონ მეტი შემოსავალი იმ ტრეკებისგან, რომლებიც შეიძლება დავიწყებულიც კი ყოფილიყო.
ეს მნიშვნელოვანი მომენტია იმ მუსიკოსებისთვის, რომელთაც არ აქვთ რესურსები რომ მუდმივად ახალი მუსიკა გამოუშვან.
ასევე, ამ ფუნქციას შეუძლია მუსიკოსებას მნიშვნელოვანი მონაცემები მიაწოდოს და მათი კარიერისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები უზრუნველყონ. მუსიკოსებს შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ მუშაობს მათი მუსიკა, ვინ არიან ფანები, სად უსმენენ ისინი. ამის ანალიზის შემდეგ კი ტარგეტირებული მარკეტინგული კამპანიები და ტურები იმ ქალაქებში დაგეგმონ, სადაც ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავთ.
სარგებელი Spotify-ისთვის
შემოსავლის გარდა, ამ ფუნქციის დახმარები Spotify მოტივაციას აძლევს მუსიკოსებს რომ გამოიყენონ Discovery Mode, შედეგად კი უფრო მეტი ხარისხიანი კონტენტი მიიღონ პლატფორმაზე - უფრო მსხვილი მუსიკალური კატალოგის დახმარებით, მიიზიდონ ახალი მომხმარებლები, შეინარჩუნონ ძველები. ამის გარდა გაანალიზონ ახალი მუსიკალური ტრენდები და პირველებმა შეამჩნიონ, თუ რა ტიპის მუსიკა ქმნის მსმენელთან ემოციურ კავშირს.
სარგებელი მსმენელისთვის
ამ ურთიერთობის მესამე შემადგენელი ნაწილი მსმენელია, მათ ამ ფუნქციის დახმარებით ახალი, სასურვებლი და რელევანტური მუსიკოსების აღმოჩენის შესაძლებლობა აქვთ - ისეთების, რომლებიც მათ გემოვნებას შეეფერება.
და ბოლოს, Discovery Mode-ს, შეუძლია უფრო მრავალფეროვანი მუსიკალური გარემო შექმნას პლატფორმაზე, ვინაიდან ყველა არტისტს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, ჟანრის, რეგიონის და სხვა კუთვნილების მიუხედავად - ნაკლებად იხრება მეინსტრიმული და უკვე დამკვიდრებული მუსიკოსების საპირწონედ.
როდესაც მუსიკალური ინდუსტრიის მომავალში ვიყურებით, ვხვდებით რომ აღნიშნულ ფუნქციას საკმაოდ დიდიდ რევოლუციის მოხდენა შეუძლია.
ტრადიციულად, მუსიკის რეკლამირების ნაწილი დომინირებული იყო ლეიბლების მიერ, რომლებსაც საკმაოდ სქელი ჯიბე გააჩნდათ, რაც უკვე დაფუძნებულ მუსიკოსებს, ახლად გამოჩენილ შემოქმედებთან შედარებით არასამართლაინ უპირატესობას აძლევდა. აღნიშნული ფუნქციით კი არტისტებს გაუჩნდათ შანსი რომ საკუთარ მომავალში მოახდინონ ინვესტირება, გახდნენ წარმატებულები და გაზარდნონ მსმენელთა ბაზა ლეიბლების დახმარების გარეშე.
Comments