top of page
Search

მუსიკის ციფრული დისტრიბუცია და მისი როლი თანამედროვე ინდუსტრიაში

Updated: Oct 10, 2022


მუსიკის დისტრიბუცია იმავე პერიოდს მოიცავს რამდენსაც თავად მუსიკა. რამდენიმე საუკუნის წინაც, სანოტო ჩანაწერების მწარმოებელი კომპანიები ქმნიდნენ ამ ბიზნესს, ვინაიდან საჭირო ხდებოდა ვინმეს დაებეჭდა ნოტები და მაღაზიებში გაეყიდა. დღესაც დისტრიბუტორების როლი იგივეა: მუსიკის გასაყიდ ადგილებში „მიტანა“ და განთავსება

მაშინ როდესაც მუსიკის დისტრიბუტორების როლი წლების შემდეგაც იგივეა, მუდმივად ცვალებადია მათი მუშაობის სქემა და ბიზნეს მოდელი, რაც თავის მხრივ ტექნოლოგიურ ძვრებთან არის დაკავშირებული. ამ ცვლილებებს თავად მუსიკალურ ინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა აქვს დღემდე. 2000-იან წლებამდე არსებულ კომპაქტ-დისკების ერიდან, სტრიმინგების ეპოქამდე - ჩვენ დღემდე ვიყენებთ დომინირებულ დისტრიბუციის მედიუმებს რათა მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების დონე განვსაზღვროთ.

2001 წელს, აღნიშნული ინდუსტრია თითქმის ექსკლუზიურად ფიზიკური სახით არსებობდა. 21 წლის შემდეგ კი ფიზიკურ მედიუმი გლობალური მუსიკალური გაყიდვების თითქმის ¼-ზე ნაკლებს წარმოადგენს. შესაბამისად მუსიკალური დისტრიბუტორების უმრავლესობა, მიწოდების ჯაჭვის ნაცვლად, თავად იქცა ციფრული ინფრასტრუქტურისა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებად. შესაბამისად ყველა მუსიკოსისთვის საჭიროა გაერკვეს თუ რას წარმოადგენს თანამედროვე მუსიკის ციფრული დისტრიბუცია და რა როლს თამაშობს იგი მუსიკოსის ცხოვრებაში.

მუსიკის ციფრულ პლატფორმებზე განთავსება

დღეს თუ გსურთ რომ თქვენი მუსიკა ადამიანებს მიწვდეს, მარტივად შეგიძლიათ ეს ყველაფერი თქვენითაც მოახერხოთ - უბრალოდ ატვირთოთ აუდიო ფაილი ინტერნეტში და დაელოდოთ შედეგს. თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის, ვინაიდან დისტრიბუტორები მთელს ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

მუსიკის ინტერნეტში განთავსებით, რა თქმა უნდა თქვენი პირველადი მიზანი მსმენელამდე მიღწევაა - დღეს ჯამურად 600-მდე მუსიკალური პლატფორმაა, სადაც კონტენტის ატვირთვის განსხვავებული სქემები, პროცესები და მეტადატაა საჭირო. (ინფორმაცია შემსრულებლებზე, ჩაწერის პერიოდზე და ა.შ.) რა თქმა უნდა მუსიკოსებისთვის ცალკე თავსატეხია, როდესაც ამდენ პლატფორმაზე ცალკ-ცალკე მოისურვებს საკუთარი შემოქმედების განთავსებას, თავსატეხია DSP (ციფრული სერვისის პროვაიდერი) კომპანიებისთვისაც, რომ ცალკეული მუსიკოსისგან მიიღონ ეს ინფორომაცია და შესაბამისად აუცილებლობა დადგა რომ არსებობდეს შუალედური რგოლი, რომელიც მთელს ამ პროცესს მოაწესრიგებდა - ანუ მუსიკალური დისტრიბუტორები.

ჰონორარის ალოკაცია და განაწილება

მეორე მნიშვნელოვანი როლი რასაც დისტრიბუტორები აკეთებენ ეს მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩანაწერიდან მიღებული ჰონორარის სწორი განაწილების უზრუნველყოფაა. სტრიმინგის ეპოქაში, მუსიკის „მოხმარება“ და შესყიდვა უკვე მონაცვლეობითი ტერმინებია. ვინაიდან ჩანაწერზე უფლების მქონე ადამიანებს გარკვეული თანხა უგროვდებათ მაშინვე, როცა მსმენელი მოსმენის ღილაკს ხელს დააჭერს. თავად 1 მოსმენის ღირებულება ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და სრულიად სხვა ბლოგპოსტის თემაა, თუმცა ფაქტი ერთია - დისტრიბუტორები მუსიკოსებისთვის, ლეიბლებისთვის და ყველა ჩართული მხარისთვის სხვადასხვა ციფრული სერვისებიდან აგროვებენ ზუსტ მონაცემებს და შესაბამისად გასცემენ ჰონორარებს.



დისტრიბუციის სტრატეგია და მარკეტინგი

ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფირფიტების მაღაზია ერთადერთი მუსიკის გასაყიდი სივრცე იყო, ყველა მუსიკოსი თუ ლეიბლი ცდილობდა მაღაზიის თაროებზე შესამჩნევ ადგილზე ყოფილიყო მათი ალბომი გამოფენილი, რათა მსმენელს ადვილად შეემჩნია და ეყიდა ფირფიტა - ეს მაშინ შეიძლება ითქვას ყველაზე ეფექტური გზა იყო მუსიკოსის წარმატებისთვის. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ციფრული სერვისების ფლეილისტები, საუკეთესო „ფირფიტების თაროა“ ჩვენს რეალობაში.

რედაქციის მიერ შერჩეულ ფლეილისტებს უამრავი მიმდევარი ჰყავს და ხშირად დისტრიბუტორები აქაც შუალედურ რგოლს თამაშობენ არტისტებსა და სტრიმინგ სერვისებს შორის. ისინი პირდაპირი მოლაპარაკებებით ცდილობენ საკუთარი არტისტების წარმოჩენას ან ხშირად არტისტებს თავაზობენ შესაბამის ინსტრუმენტებს რომ მათი ხმა რედაქციას მიწვდეს.

ასე და ამგვარად, მუსიკის ციფრული დისტრიბუციის კომპანიები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ რომ თქვენი, მუსიკოსების შემოქმედება პოტენციურ მსმენელთან მივიდეს - თუმცა აქ სულაც არ წყდება თქვენი როლი, პირიქით - მუსიკის „ციფრულ თაროებზე“ მოხვედრის შემდეგ დგება დრო რომ შემოქმედებმაც ან მათმა გუნდმა იზრუნოს საუკეთესო პოზიციის გამყარებისთვის.


350 views0 comments

Comments


bottom of page