top of page
ჩვენი სერვისები
მუსიკა დიდი ხანია რაც ხელოვნებასთან ერთად, ბიზნესის ნაწილიცაა. სწორედ დღევანდელ ეპოქაში ჩანს ეს ყველაზე ნათლად. წლებთან ერთად, ინდუსტრიის გაზრდამ და გაფართოვებამ შემოქმედებით პროცესთან ერთად სხვადასხვა დამატებითი რგოლები გააჩინა, რომელიც პირველ რიგში რა თქმა უნდა მუსიკოსის კეთილდღეობას ემსახურება, მეორე მხრივ კი საშუალებას ქმნის მუსიკის სხვადასხვა პროფესიონალისთვის, რომლებიც არტისტებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ, საბოლოო ჯამში კი ყველანი ერთად მუსიკას ემსახურებიან.
Bloom Music-ის დაფუძნების იდეაც ეს იყო - საქართველოშიც არტისტებისთვის გაჩენილიყო სხვადასხვა დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობდა განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მუსიკალურ ინდუსტრიას.
bottom of page